აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შეთანხმდნენ, რომ NATO-სთვის აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„დღეს სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა და გენერალურმა მდივანმა ავღანეთში ჩვენი კოლექტიური ძალების მომავალი განიხილეს. მათ ასევე განიხილეს რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში აგრესიული სამხედრო აქტიურობის შეწყვეტის აუცილებლობა. სახელმწიფო მდივანი და გენერალური მდივანი შეთანხმდნენ, რომ ნატოსთვის აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება“, - აღნიშნულია განცხადებაში.