ექსკლუზივი: სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

Europetime-მა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ექსკლუზიურად ჩაწერა. კომენტარში აღნიშნულია, რომ „შეერთებულ შტატებს სურს, იხილოს წარმატებული, უსაფრთხო დემოკრატია საქართველოში, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ისწრაფვის.

„იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მიაღწიონ კომპრომისს, რომელიც დაასრულებს ამჟამინდელ პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში. შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოუწოდონ მმართველ პარტიას და ოპოზიციას, გადაჭრან მათი კონფლიქტი. ჩვენ საჯაროდ და კერძო საუბრებში მოვუწოდეთ ყველა მხარეს სიტუაციის დეესკალაციისკენ, კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისკენ და კომპრომისებზე წასვლისკენ, რათა საქართველო წინ წავიდეს.

ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ არცერთ მხარეს, მმართველ პარტიას და ოპოზიციას, ჯერ არ გამოუხატავთ სურვილი, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტად, ქართველი ხალხის ინტერესებს მიანიჭონ პრიორიტეტი. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კომპრომისის მისაღწევად უნდა იმუშაონ. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავდით, რომ მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, რათა კომპრომისი მიიღწეს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა იმოქმედონ დემოკრატიულ ნორმებთან შესაბამისობაში, რომლებიც ქმნის ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობის ღირებულებების საფუძველს“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს,რომ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებს შეერთებული შტატების პოზიცია უმაღლეს დონეებზე არაერთხელ გადასცეს.