სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან, რომ დაყოვნებლივ მოუწოდონ მმართველ პარტიას და ოპოზიციას, გადაჭრან მათი კონფლიქტი

„შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან იმისთვის, რომ დაყოვნებლივ მოუწოდონ მმართველ პარტიას და ოპოზიციას გადაჭრან მათი კონფლიქტი“, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა Europetime-ს განუცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებს შეერთებული შტატების პოზიცია უმაღლეს დონეებზე არაერთხელ გადასცეს.

„შეერთებულ შტატებს სურს, იხილოს წარმატებული, უსაფრთხო დემოკრატია საქართველოში, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ისწრაფვის. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მიაღწიონ კომპრომისს, რომელიც დაასრულებს ამჟამინდელ პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში. შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ სთხოვოს მმართველ პარტიას და ოპოზიციას, გადაჭრან მათი კონფლიქტი.

ჩვენ საჯაროდ და კერძო საუბრებში მოვუწოდეთ ყველა მხარეს სიტუაციის დეესკალაციისკენ, კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისკენ და კომპრომისებზე წასვლისკენ, იმისთვის, რომ საქართველო წინ წავიდეს.

ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ არცერთ მხარეს, მმართველ პარტიას და ოპოზიციას, ჯერ არ გამოუხატავთ სურვილი, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტად, ქართველი ხალხის ინტერესებს მიანიჭონ პრიორიტეტი. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კომპრომისის მისაღწევად უნდა იმუშაონ, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავდით, რომ მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, რათა კომპრომისი მიიღწეს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა იმოქმედონ დემოკრატიულ ნორმებთან შესაბამისობაში, რომლებიც ქმნის ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობის ღირებულებების საფუძველს“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.