"უკრაინას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს" - ამის შეახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.
"მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ იმაში დარწმუნება, რომ ეს ორპარტიული საკითხია, რომ ორივე, როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები მხარს უჭერენ უკრაინას. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რომ ყველაფერი ვიღონოთ, რასაც რუსეთის შესაკავებლად შევძლებთ", - განაცხადა შაჰინმა.
მისი თქმით, რუსეთის შესახებ შეშფოთების გამოხატვის კუთხით, მოკავშირეების მხრიდან პოზიტიური რეაგირება იყო.
"ჩვენი მოკავშირეების მხრიდან პოზიტიური რეაგირება იყო, რუსეთის შესახებ შეშფოთების გამოხატვის კუთხით. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჩვენ ასევე უნდა გადავხედოთ სხვა საკითხებს, რისი გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ პუტინისთვის ნათელი გახდეს, რომ მათი ქმედებების გამო ძალიან შეშფოთებულნი ვართ. სწორედ ამიტომ ვიყავი [გაზსადენ] „ჩრდილოეთის ნაკადი2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მომხრე, რაც უკრაინაზე დრამატულ გავლენას მოახდენს. ვფიქრობ, მსგავსი მოქმედებები და მოკავშირეებთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა შაჰინმა.
სენატორის განცხადებით, შეერთებული შტატების მხრიდან "ჩრდილოეთის ნაკად 2"-ზე ახალი სანქციების დაწესება ერთ-ერთი საკითხია, რომლის განხილვაც მიმდინარეობს.
ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა კონგრესში საუბარი რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციის დაწესების და უკრაინისთვსვის კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერის შესახებ, შაჰინი პასუხობს, "რომ ასეთი საუბრები არის. ვფიქრობ, ეს იმ საკითხებს შორისაა, რომელიც შესაძლოა განიხილებოდეს. ამჟამად, რაიმე მოქმედებები არ არის, მაგრამ დისკუსია მიმდინარეობს".