თეთრი სახლი: ბაიდენის სატელეფონო ზარის მიზანი პუტინთან, იმის ხაზგასმა იყო, რომ რუსეთის ქმედებას შედეგები ექნება

"პრეზიდენტ ბაიდენის პრეზიდენტ პუტინთან ზარის მიზანი ნაწილობრივ იმის განხილვა იყო, რომ ბოლო რამდენიმე თვის და გასული წლის განმავლობაში რუსეთის ლიდერების მოქმედებებს შედეგები მოჰყვება", - ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

.პესსპიკერის ცნობით, პრეზიდენტმა ბაიდენმა რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს 13 აპრილს დაურეკა.

, თეთრი სახლის პრესსპიკერის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტებმა შეიარაღების კონტროლის, ამერიკა-რუსეთს შორის სტრატეგიული სტაბილურობისა და ახალი "სტარტის" შეთანხმების შესახებ ისაუბრეს. საუბარი იყო ასევე ისეთ მწვავე თემებზეც, როგორიცაა კიბერ თავდასხმები ამერიკაზე და უკრაინაში ბოლო დროს გამწვავებული მდგომარეობა.