ენტონი ბლინკენი ავღანეთში ჩავიდა

The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ავღანეთში ჩავიდა.

როგორც გამოცემა იუწყება, მისი ვიზიტი ავღანეთში დაგეგმილი არ იყო და ის მოულოდნელად გაფრინდა ავღანეთში.

გავლენიანი გამოცემა წერს, რომ სახელმწიფო მდივანი ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანისა და აბდულა აბდულას შეხვდება.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ავღანეთში ბრიუსელიდან ჩავიდა, სადაც NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემა ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გამოყვანის საკითხი იყო.

ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ამერიკელი სამხედროები ავღანეთს 11 სექტემბრამდე დატოვებენ.