ვოლოდიმირ ზელენსკი: დროა, უკრაინამ და საქართველომ NATO-სა და ევროკავშირისგან კონკრეტული წინადადებები მიიღონ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დროა, უკრაინამ და საქართველომ NATO-სა და ევროკავშირისგან კონკრეტული წინადადებები მიიღონ.

,,სავსებით ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, რომ დროა უკრაინამ და საქართველომ მიიღონ კონკრეტული წინადადებები

NATO-ს მაპისა და ევროკავშირში გაერთიანების შესახებ. ძალისხმევის გაერთიანებასა და სოლიდარობას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს", - წერს tweeter-ზე ზელენსკი.

ცნობისთვის, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა. სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ვიზიტით ჩავა.