აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ-ის სურს რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უნდა გავაგრძელოთ ნეგატიური ტრაექტორია. თუმცა ასევე მკაფიოდ განვაცხადეთ როგორც საჯაროდ, ისე პირად საუბრებში, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და საფასურს დავაკისრებთ რუსეთის მთავრობას ქმედებებისთვის, რომლებიც ჩვენთვის ზიანის მიყენებისკენ არის მიმართული.

დღეს ბაიდენის ადმინისტრაცია დგამს ნაბიჯებს, რათა დააკისროს საფასური რუსეთს მისი მთავრობისა და სადაზვერვო სამსახურების ქმედებებისთვის აშშ-ის სუვერენიტეტისა და ინტერესების წინააღმდეგ“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.