შარლ მიშელი: ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ერთიანად და მტკიცედ უჭერს მხარს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც მიშელი აცხადებს, ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ერთიანად და მტკიცედ უჭერს მხარს.

„პრეზიდენტ ზელენსკისთან და ნატოს გენერალურ მდივანთან საუბრის დროს ღრმა შეშფოთებით განვიხილეთ უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების გააქტიურების საკითხი. ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ერთიანად და მტკიცედ უჭერს მხარს“, - წერს შარლ მიშელი Twitter-ზე.