ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ვიდეოკონფერენციაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ ვიდეოკონფერენციას გამართავენ, რა დროსაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნული, რომ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმდინარე საკითხებზე ინფორმაციას მიაწვდის, მოხდება ბოლო მოვლენებისა და დაგეგმილი ღონისძიებების განხილვა. ვიდეოკონფერენციაზე მოხდება საქართველოში, ინდოეთში, მიანმარში, მოზამბიკში განვითარებული ბოლო მოვლენების, ასევე ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განხილვა.

ამასთან, ევროკავშირის მინისტრები ვიდოკონფერენციის რეჟიმში მოლაპარაკებებს გამართავენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან.