აშშ-ის არმიას შესაძლოა, პირველად ქალმა უხელმძღვანელოს

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არმიის ხელმძღვანელის პოზიციაზე შეარჩია კრისტინ ვორმუთის კანდიდატურა, რომელიც სენატის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში იქნება პირველი ქალი, რომელიც არმიას უხელმძღვანელებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამჟამად ვორმუთი არის „RAND Corporation“-ის უფროსი თანამშრომელი, სადაც ის ჯგუფის საერთაშორისო უსაფრთხოების და თავდაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებს

წარსულში ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ამასთან ვორმუთი თავდაცვის დეპარტამენტში ISIS-ის საწინააღმდეგო კამპანიაზე მუშაობდა. სანამ ობამას ადმინისტრაციის დროს თავდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ვორმუთი მუშაობდა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. მანამდე კი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში.

მის კანდიდატურას დადებითად აფასებს შტატების თავდაცვის სახელმწიფო მდივანი. ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ კრისტინი ნამდვილი პატრიოტია, რომელიც ამერიკისა და ერის უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული. კრისტინს ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიისგან მიღებული ღრმა გამოცდილება გადამწყვეტი იქნება დღევანდელი გლობალური საფრთხეების მოგვარებასა და განსაზღვრაში.