პოლონეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს

პოლონეთი ქვეყნიდან სამ რუს დიპლომატს აძევებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების მიზეზად პოლონური მხარე აღნიშნული პირების მიერ დიპლომატიური სტატუსის ბოროტად, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენებას ასახელებს

შესაბამისი ნოტა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს, სერგეი ანდრეევს უკვე გადასცა.

„ასეთი გადაწყვეტილების საფუძვლად იქცა დიპლომატიური სტატუსის დაღვევა და ამ პირების მიერ პოლონეთის რესპუბლიკისათვის ჩადენილი საზიანო საქმიანობა", - ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყებაში რუსეთის ელჩის გამოძახების შემდეგ გავრცელდა.