ჯო ბაიდენი: ვლადიმერ პუტინს ნათლად ვუთხარი, რომ აშშ მტკიცეა ევროპაში პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერაში

"ვლადიმერ პუტინთან საუბრისას, მე კიდევ ერთხელ გავიმეორე აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და მკაცრად მოვუწოდე ნებისმიერი სამხედრო ქმედებისგან თავის შეკავებისკენ", - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, დეესკალაციის დროა, დიალოგი და დიპლომატიური პროცესი არის ამის გზა.

"სადაც იქნება ამერიკის ინტერესი, რომ იმუშაოს რუსეთთან ერთად, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ და ვითანამშრომლებთ. თუ რუსეთი დაარღვევს ამერიკის ინტერესებს, ჩვენ ვუპასუხებთ. ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ჩვენი ქვეყნის, ხალხის, ინსტიტუტებისა და მოკავშირეების დაცვის მხარეს. მე პრეზიდენტ პუტინს ნათლად ვუთხარი, რომ ამერიკა მტკიცეა ევროპაში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერაში. ამ ნაწილში შეშფოთება გამოვთქვი უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედროების გააქტიურების გამო და ოკუპირებულ ყირიმზე“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის, 13 აპრილს სატელეფონო საუბარი შედგა.