პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სენატორებს ჯინ შაჰინს და რონ ჯონსონს შეხვდა.
როგორც კობახიძემ განაცხადა, ქართულმა დელეგაციამ სენატორებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ წარიმართება პროცესები რეგიონსა და საქართველოში.
,,გვქონდა ძალიან საინტერესო და მეგობრული შეხვედრა სენატორებთან - შაჰინთან და ჯონსონთან. ისინი განსაკუთრებით არიან დაინტერესებული იმ პროცესებით, რომლებიც ჩვენს რეგიონში ვითარდება, კონკრეტულად კი საქართველოში.
რა თქმა უნდა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის პროცესზე. იმ პროცესებზე, რომელიც დაკავშირებულია პარლამენტის ფუნქციონირებასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეგობრების მოსაზრებებისა და რჩევების მოსმენა და ბუნებრივია, ეს რჩევები და მოსაზრებები იქნება გათვალისწინებული, ჩვენი მხრიდან შემდეგი ნაბიჯების გადადგმის დროს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია სენატორ ჯეიმს რიშს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის წარმომადგენლებს, ჯორჯ კენტს და კრის სმიტს, კონგრესმენებს, საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს, ადამ კინზინგერს და ჯერი კონოლის შეხვდა.
შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტი 16 აპრილს დასრულდება.