ხელისუფლების წარმომადგენლები „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შეხვდნენ

პრემიერ-ინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, გუბერნატორები და დეპუტატები, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას, მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრა ქუთაისში, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა.

„მე ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია დღეს იყო საჭირო და აუცილებელი. ნებისმიერი პროექტი, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტი, იქნება ეს ჰესების მშენებლობა, თუ სხვა პროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, რა თქმა უნდა, არ იქნება შესრულებული, - ამის შესახებ, ლერი ბარნაბიშვილმა, აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა მოლაპარაკების ნებისმიერი ფორმატისთვის მზად არის და ეს საკითხი მოლაპარაკების საგანი იქნება.

შეხვედრას ესწრებოდნენ, სახელმწიფო რწმუნებულები რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორი პარმენ მარგველაძე, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე.

დიალოგში საპარლამენტო უმრავლესობიდან მონაწილეობდნენ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.