უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა უსასრულოდ ვერ იდგება NATO-სა და ევროკავშირის მოსაცდელში, ევროპელი პარტნიორები მოლაპარაკებებიდან საკითხის გადაწყვეტაზე უნდა გადავიდნენ. ამის შესახე მან Le Figaros-თან საუბრისას განაცხადა.
როგორც უკრაინული მედია ფრანგულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს, რომ ზელენსკის თქმით, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროპელი ლიდერები უკრაინას ევროპული ოჯახის წევრად თვლიან, მაშინ ისინი შესაბამისად უნდა მოიქცნენ.
„დადგა ურთიერთობის ახალ დონეზე გადასვლისა და ევროკავშირსა და NATO-ში უკრაინის მიწვევის დრო“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ ემანუელ მაკრონს „უფრო კარგი ურთიერთობა“ აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ვიდრე მასთან.