19 აპრილიდან "გირჩი" პარლამენტში შედის

პოლიტიკური პარტია "გირჩი" 19 აპრილიდან საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილის თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შეთანხმებაც რომ ვერ შედგეს, "გირჩი" პარლამენტში მაინც შევა.

2021 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკურმა მოძრაობა "გირჩმა" 4 სადეპუტატო მანდატი მოიპოვა. აქედან ერთ-ერთი მანდატი ეკუთვნოდა პარტიის ყოფილ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს, რომელმაც პარტია უკვე დატოვა. ადგილმონაცვლეობის პრინიციპით, სვარაუდოდ ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას "გირჩის" სხვა წევრით ჩაანაცვლებენ.რაზეც პარტიამ იანვარში განაცხადა.

"გირჩის" გარდა, ამ დროისთვის საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულია ორი ოპოზიციური პარტია, "ევროპელი სოციალისტების" ოთხი დეპუტატი და "მოქალაქეების" ორი დეპუტატი. უმრავლესობას მოპოვებული ჰქონდა 90 მანდანტი, თუმცა 15 აპრილს, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მომხრე, "ქართული ოცნების" ექვსმა დეპუტატმა, უმრავლესობა დატოვეს და ოპოზიციაში გადავიდნენ. ამ მომენტისთის ხელისუფლება პარლამენტში 84 მანდატს ინარჩუნებს. 19 აპრილიდან უკი ოპოზიციაში, გახარიას მომხრეებთან ერთად ჯამში 16 დეპუტატი იქნება.

დღემდე საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს 48 ოპოზიციონერი დეპუტატი