საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. შეხვედრა ელისეის სასახლეში მიმდინარეობს.
შესაბამის ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ოფისი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ვლადიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, მათ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც შეუერთდებათ.