ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ქართული ოცნების“ მიერ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილებას ეხმაურება და სწორ ნაბიჯად მიიჩნევს.
„კარგია, რომ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მზაობას კომპრომისისთვის. ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯი. საქართველოს გულისთვის ოპოზიციამ ასევე უნდა მიბაძოს მაგალითს. ამასობაში, ჯერ კიდევ რჩება ბევრი დეტალი, რომელიც შესამუშავებელია. ევროკავშირი კვლავ მზად არის ამაში დასახმარებლად“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი Tweeter-ზე.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ,,ქართული ოცნება" კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს.