მსოფლიოში აღიარებულმა კინოვარსკვლავებმა, მუსიკოსებმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა მწერლებმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართეს, სადაც საპატიმროში მყოფ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან, ექიმების შეშვებას ითხოვენ.
წერილს ხელს აწერს 70-ზე მეტი მსოფლიოში ცნობილი ხელოვანი.
„მოგიწოდებთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, რომ უზრუნველყოთ ალექსეი ნავალნისათვის გადაუდებელი მკურნალობა და მოვლა, რასაც იგი საჭიროებს და რის უფლებაც მას რუსეთის კანონმდებლობით. როგორც პირს, რომელმაც კანონის დაცვის ფიცი გაქვთ დადებული, თქვენ ვალდებული ხართ ეს გააკეთოთ“, - წერია მიმართვაში.
პოკროვის გამოსასწორებელ კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სათანადო მკურნალობის შესაძლებლობას არ აძლევენ. საპატიმროში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმა, ზურგის და ფეხების არეში ძლიერი ტკივილები დაეწყო. 31 მარტს ნავალნიმ შიმშილობა გამოაცხადა და კვალიფიცირებული სამედიცინო დახმარება მოითხოვა. კოლონიის ექიმებმა მას ხერხემალზე ორი თიაქარი აღმოუჩინეს.