ირანმა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე თავდამსხმელის სახელი გაასაჯაროვა

ირანმა იმ ადამიანის სახელი გაასაჯაროვა, რომელსაც ნათანზის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმაში ედება ბრალი.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ისრაელის დაკვეთით, ნათანზის ბირთვულ ობიექტზე თავდახმა, 11 აპრილს, ირანელმა 43 წლის რეზა კარიმმა განახორციელა.

გავრცელებული ინფორმაციით პროვინცია ქაშანის მკვიდრმა რეზა კარიმმა ირანის ტერიტორია უკვე დატოვა.

თეირანმა მომხდარს ბირთვული ტერორიზმი უწოდა და ისრაელს დასდო ბრალი.

ნათანზის მიწისქვეშა ბირთვული რეაქტორი ირანის მიერ ურანის გამდიდრების პროგრამაში საკვანძო როლს ასრულებს და მას მეთვალყურეობას უწევს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო.

ნათანზის რეაქტორში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ირანის მთავრობამ საბოტაჟის მცდელობად შეაფასა.