ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, მისი და მისი შვილის მკვლელობის მიზნით თავდასხმა იგეგმებოდა.
ლუკაშენსკოს თქმით, დაჯგუფების წევრები პოლიციამ უკვე დააკავა, რომლებიც მასზე და მის ოჯახზე თავდასხმას გეგმავდნენ.
ბელორუსის პრეზიდენტის მტკიცებით, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის დროს ყურადღება მისი მკვლელობის დაგეგმვის საკითხზეც გაამახვილა.
"მათ აჩვენეს, თუ როგორ იყო ეს ყველაფერი დაგეგმილი. შემდეგ აღმოვაჩინეთ უცხოური სპეცსამსახურების მუშაობა, სავარაუდოდ, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ან გამოძიების ფედერალური ბიუროს - არ ვიცი ამერიკელებიდან იქ რომელი მუშაობდა. მათ სურდათ მინსკში დაბრუნება და პრეზიდენტსა და მის შვილებზე თავდასხმის ორგანიზება. მიკვირს, რატომ იქცევიან ამერიკელები ასე? გახსოვდეთ, რომ მაღალი პოლიტიკური ხელმძღვანელობის გარდა, ვერავინ დააყენებს პრეზიდენტის მოშორების ამოცანას. მხოლოდ ისინი და არა სპეცსამსახურები.
რატომ ვდუმდი - არ მიყვას საკუთარ თავზე, ოჯახზე და შვილებზე საუბარი. მაგრამ მათ შვილები ამოიღეს მიზანში. გეგმაში ჰქონდათ ერთი, მეორე ბავშვის გატაცება, როგორც მოუხერხდებოდათ. მიწურში ჩაგდება. სხვათა შორის, მათ გომელის ოლქში ჰქონდათ მომოზადებული მიწური. ამის შემდეგ ჩვენ აღმოვაჩინეთ აშკარად უცოხეთის სპეცსამსახურების ნამოქმედარი. ალბათ დაზვერვის ცენტრალური სამმართველო, გამოძიების ფედერალური ბიურო, არ ვიცი, თუ იქ ამერიკელთაგან ვინ მუშაობდა.“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის რეჟიმი თავდასხმის სამზადისთან კავშირში ადანაშაულებს ამჟამად პატიმრობაში მყოფ იურას ზიანკოვიჩს, ვიგორ კასტუსევსა და ჟურნალისტ ალექსანდრ ფიადუცს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე დააკავეს რუსეთის სპეცსსამხურების დახმარებით.
"მეტს გეტყვით. მადლობელი ვარ პუტინის, როდესაც ის ბაიდენს ესაუბრა, ეს კითხვა დაუსვა, მან კი პასუხი არ გასცა. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა დამირეკა და ამის შესახებ მითხრა, როდესაც აზერბაიჯანიდან ჩამოვედი,“- აღნიშნა ლუკაშენკომ.