რუსეთმა აშშ-ის რამდენიმე მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსანს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა..
ოფიციალური ვაშინგტონის სანქციების საპასუხოდ, კრემლის სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდნენ: შშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ავრილ ჰეინსი, გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი, კრისტოფერ რეი, გენერალური პროკურორი, მერიკ გარლანდი,საპატიმროების ფედერალური ბიუროს დირექტორი, მაიკლ კარვახალი,შიდა უსაფრთხოების მინისტრი, ალეხანდრო მაიორკასი,შიდა პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი და გაეროში აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი, სიუზან რაისიეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი თანაშემწე, ჯონ ბოლტონიდა დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ყოფილი დირექტორი, რობერტ ვულსი.
15 აპრილს აშშ-მა რუსეთის 32 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის და მასშტაბური კიბერთავდასხმის გამო.
ამას გარდა, რუსეთი ქვეყნიდან გააძევებს ათ ამერიკელ დიპლომატს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა, იმ მოსკოვში აშშ-ის ელჩთან, ჯონ სალივანთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საგარეო პოლიტიკის სფეროში, იური უშაკოვმა, ელჩს შესთავაზა ვაშინგტონში გაფრინდეს საკონსულტაციოდ.