მივესალმებით ურთიერთობის განახლებას - აშშ-ს და ევროკავშირის საელჩოების ერთობლივი განცხადება

საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას ავრცელებენ

მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას.

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ 5 პუნქტიან დოკუმენტს, ხელი მოაწერა, თუმცა ოპოზიცია დოკუმენტის ხელმოწერაზე კვლავ უარს აცხადებს.

დღეს, დანიელსონის დოკუმენტზე სამსჯელოდ ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, 19 აპრილს მორიგი შეხვედრა გაიმართება.