საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთთან მიმართებით ცხადი წითელი ხაზები უნდა გაავლოს.
როგორც მაკრონმა ტელეკომპანია CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ვლადიმერ პუტინის ნებისმიერი მიუღებელი ქმედებისთვის რუსეთს სანქციები უნდა დაუწესდეს.
მისივე თქმით, სრულად იზიარებს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სურვილს, გახსნას რუსეთთან დიალოგი.
„მე ვფიქრობ, რომ სანქციები თავისთავად არ არის საკმარისი, მაგრამ სანქციები პაკეტის ნაწილია. მე კონსტრუქციულ დიალოგს ვამჯობინებ, მაგრამ კონსტრუქციული და ეფექტური დიალოგისთვის საჭიროა სანდოობა. ვფიქრობ, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ მკაფიო წითელი ხაზები რუსეთთან“, – განაცხადა მაკრონმა