სენატორები: აუცილებელია მოლაპარაკება ორივე მხარემ კეთილსინდისიერად აწარმოოს

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი და ,,რესპუბლიკელი" სენატორი რონ ჯონსონი იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია სწრაფად გადაიჭრება.

როგორც ,,ამერიკის ხმისთვის" გაგზავნილ განცხადებაში სენატორები აცხადებენ, აუცილებელია პოლიტიკურ პროცესებში ჩართულმა ორივე მხარემ - ოპოზიციამ და ხელისუფლებამ მოლაპარაკებები კეთილსინდისიერად აწარმოოს.

"სენატორები იმედს იტოვებენ, რომ მიმდინარე ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის სწრაფად გადაჭრას იხილავენ იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლებმა შეძლონ საკუთარი ყურადღების ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება. აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად და ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული დემოკრატიის შესაქმნელად“,- აღიშნულია სენატორების განცხადებაში.