Sunday Times-ის ინფორმაციით, მაისში ბრიტანეთი შავ ზღვაში ორ სამხედრო ხომალდს გაგზავნის.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საზენიტო რაკეტებით აღჭურვილი გამანადგურებელი და წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ფრეგატი ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულ სამეფო ფლოტს გამოეყოფა და ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში შეცურავს.
Sunday Times-ის წერს, რომ უკრაინის სანაპიროზე სამხედრო ხომალდების გაგზავნა არის კიევის და NATO-ს რეგიონული მოკავშირეების მიმართ სოლიდარობის ნიშანი.
"დიდი ბრიტანეთი და ჩვენი საერთაშორისო მოკავშირეები მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მიდინარე მდგომარეობის დაკვირვებისას და მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისკენ. ჩვენი შეიარაღებული ძალები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას საზღვაო წვრთნების ინიციატივით და მისია ორბიტალის საშუალებით, რომლის ფარგლებშიც უკრაინის შეიარაღებული ძალების 20 000-ზე მეტი წევრი წევრი გაიწვრთნა" - თქვა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.