BBC-ის ინფორმაციით, აშშ და ჩინეთი კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ.
როგორც ცნობილია, კლიმატური კრიზისის დასაძლევად ჩინეთი და აშშ სხვა ქვეყნებთან ერთად ითანამშრომლებენ.
აღნიშნული განცხადება შანხაიში აშშ-ის კლიმატის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის, ჯონ კერის ვიზიტის შემდეგ გაკეთდა.
აშშ და ჩინეთი კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად გაეროს კონვენციის და პარიზის შეთანხმების ფარგლებში ითანამშრომლებენ.
ვაშინგტონი და პეკინი ასევე განავითარებენ ახალ სტრატეგიას ნახშირბადისგან სრული ნეიტრალურობისთვის. ორი ქვეყანა ასევე გეგმავს განვითარებად ქვეყნებში მწვანე ენერგიაში ინვესტიციების ჩადებას.