France 24-ის ინფორმაციით, საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არგენტინიდან, ბრაზილიიდან, ჩილედან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩამსვლელთათვის 10-დღიან სავალდებულო კარანტინი ამოქმედდება.
როგორც ცნობილია, ვინც რეგულაციას არ დაემორჩილება, დაჯარიმდება.
საფრანგეთის მთავრობა განმარტავს, რომ ბრაზილიის მიმართულებით და უკან ფრენები კორონავირუსის ახალი, ბრაზილიური შტამის გამო შეწყვიტეს. რაც შეეხება დანარჩენ სამ ქვეყანას - იქ გავრცელებული სხვა შტამები ისეთი საშიში არაა, როგორც ბრაზილიური ვარიანტი.