კარლ ჰარცელი: ველოდებით როდის დაბრუნდებიან პარტიები, რათა თავიანთი გადაწყვეტილებები გვამცნონ

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, შარლ მიშელის ახალი წინადადებების შემდეგ, ფასილიტატორები დაელოდებიან პარტიების გადაწყვეტილებებს.

როგორც კარლ ჰარცელმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა,ახალი წინადადებების გამოქვეყნებამდე წინადადებების პაკეტი ,,ქართულ ოცნებასაც" და ოპოზიციასაც წინასწარ გადაეგზავთან და შეხვედრამდე გარკვეულმა პარტიებმა დრო ითხოვეს კონსულტაციებისთვის.

,,დღეს თქვენ ნახეთ ამერიკის შეერთებული შტატებისა სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც ხაზს უსვამდა თუ რამდენად სერიოზულად იღებს, როგორც ევროკავშირი, ისე აშშ საქართველოში არსებულ სიტუაციას. ეს განცხადება ასევე აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტი შარლ მიშელი აპირებდა პარტიებისთვის ახალი წინადადების გამოქვენებას.

ახალი წინადადებები უკვე გამოქვეყნებულია და ეს არის ის წინადადებები, რომელსაც პრეზიდენტი თვლის, როგორც დაბალანსებულად, ისე რეალისტურად. ეს შეთანხმების ტექსტი გადაცემული იყო ყველა პარტიისადმი, როგორც ,,ქართული ოცნებისთვის", ისე ოპოზიციისთვის. ვიდრე შეხვედრა გაიმართებოდა რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციებისათვის, რათა ეს ახალი წინადადება განეხილათ და ჩვენ ეს ყურადღებაში მივიღეთ. დღევანდელი შეხვედრა შედარებით მოკლე იყო, ჩვენ ველოდებით როდის დაბრუნდებიან პოლიტიკური პარტიები უკან იმისათვის, რომ თავიანთი გადაწვეტილება გვამცნონ, რათა ამ პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში ქონდეს დასასრული",- განაცხადა ჰარცელმა.