აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონმა ყურადღება ავღანეთიდან ჩინეთზე და მსოფლიო დღის წესრიგის სხვა საკითხებზე უნდა გადართოს.
როგორც ბლინკენმა ტელეკომპანია ABC-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ტერორისტულმა საფრთხემ სხვა ადგილებში გადაინაცვლა და ახლა პოლიტიკურ დღის წესრიგში სხვა მნიშვნელოვანი საკითხებია.
„ჩვენ ახლა მსოფლიოს ვუყურებთ და უნდა დავინახოთ 2021 წლის პრიზმაში და არა 2001 წლის. ავღანეთიდან, ალ-ქაიდას მხრიდან აშშ-ის მიმართ საფრთხეები მნიშვნელოვნად შემცირდა. ჩვენ წავედით ავღანეთში 20 წლის წინ და წავედით იმიტომ, რომ თავს დაგვესხნენ 9/11-ში. წავედით იმ პირების წინააღმდეგ, ვინც თავს დაგვესხა და დავრწმუნდით, რომ ავღანეთი აღარ გახდებოდა ტერორიზმის თავშესაფარი მიმართული შეერთებული შტატების, ან ჩვენი რომელიმე მოკავშირისა და პარტნიორების მიმართ. ჩვენ მივაღწიეთ იმ მიზნებს, რომლის მიღწევაც მანამდე დავისახეთ“, – განაცხადა ბლინკენმა.