აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ახალ ლიდერს ჯო ბაიდენს ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გამო აკრიტიკებს.
როგორც ტრამპის განცხადებაშია აღნიშნული ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანა უფრო ადრეა შესაძლებელი და ბაიდენის ადმინისტრაციამ ჯარისკაცები სამშობლოში 11 სექტემბრამდე უნდა დააბრუნოს.
ტრამპი მიიჩნევს, რომ ამერიკელებისთვის 2001 წლის 11 სექტემბერი ნიუ-იორკში და ვაშინგტონში დაღუპული ადამიანების ხსოვნის და მწუხარების დღედ უნდა დარჩეს.
2020 წელს, ყატარში, აშშ-მა და ავღანურმა რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც ავღანეთიდან უცხო ქვეყნის ჯარების გაყვანას 14 თვეში ითვალისწინებს, რის შემდეგაც შიდა ავღანური დიალოგი უნდა დაიწყოს.