რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, დიპლომატებმა ქვეყანა დღეს, 19 აპრილს დღის ბოლომდე უნდა დატოვონ.
რუსეთის საგარეო უწყებაში ჩეხეთის ელჩი დაიბარეს. ელჩს მწვავე პროტესტი გამოუცხადეს ჩეხეთის ხელისუფლების არაკეთილგანწყობილ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც პრაღაში რუსეთის დიპლომატიური მისიის პერსონალის წინააღმდეგ გამოავლინეს და აცნობეს, რომ მოსკოვში ჩეხეთის საელჩოს ოცი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.
ელჩს შესაბამისი ნოტა გადაეცა.
ცნობისთვის, 17 აპრილს, ჩეხეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა.