რიყეზე ოპოზიციის აქცია დაიწყო, ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რეფორმებს ითხოვს

რიყეზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების აქცია დაიწყო.

როგორც აქციზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილმა განაცახადა, ბრძოლა გაგრძელდება და დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც „მიიღებენ ვადამდელ არჩევნებს, პოლიტპატირები უპირობოდ დატოვებენ საპყრობილეებს და გატარდება ყველა ის რეფორმა, რომელიც მოიცავს როგორც სასამართლო სისტემას, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას“.

"ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობა და ისეთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკური დევნილები იარსებებენ. განცდა, სადაც ხელისუფლების ყველაფერი შეიძლება, სხვებისთვის კი არაფერი. სწორედ ამიტომ ყველანი 15 მაისს რუსთაველის გამზირზრ უნდა შევიკრიბოთ. აქ არის ის ხალხი შეკრებილი, ვინც 15 მაისის აქციის ორგანიზაციაში ჩართული. რამდენიმე დღეა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ვართ გასულები, რათა კიდევ ერთხელ განვუმარტოთ მათ , რატომ არის 15 მაისს შეკრება აუცილებელი", - განაცხადა უდუმაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ 5 პუნქტიან დოკუმენტს, ხელი მოაწერა, თუმცა ოპოზიციის ნაწილი დოკუმენტის ხელმოწერაზე კვლავ უარს აცხადებს, ორი პუქნტის გამო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ შეთანხმების დოკუმენტის ახალი ვერსია წარადგინა, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ კვლავ მზადაა, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებულ ვერსიას ხელი მოაწეროს.

ოპოზიციიდან დოკუმენტის ხელმოწერაზე მზაობას გამოთქვამს "სტრატეგია აღმაშეენებლი" , ლელო ზურაბ ჯაფარიძის პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება", პარტია "გირჩი".