The Times ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი ემზადება ახალი კანონის დასამტკიცებლად, რომელიც გულისხმობს მტრულად განწყობილი სახელმწიფოებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ისახავს მიზნად.
გამოცემა წერს, რომ კანონპროექტის მიხედვით, ყველა იმ პირს, ვინც გაერთიანებულ სამეფოში სხვა ქვეყნების სახელით მუშაობს, დარეგისტრირება მოუწევთ. ამ მოთხოვნის გაუთვალისწინებლობა სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს.
კანონპროექტს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი 11 მაისს წარადგენს.
როგორც ცნობილია, ჯონსონი ამ ზომების მიღებას რუსეთისა და ჩინეთის ქმედებების გამო აპირებს.
რუსეთისა და ჩინეთის ქმედებები გამო, ბრიტანეთი ახალი კანონის დასამტკიცებლად ემზადება