დმიტრო კულება: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სექტორალური სანქციები უნდა დააწესოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სექტორალური სანქციები უნდა დააწესოს.

„დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე კოლეგებს შევატყობინე რუსეთის იმ სახიფათო კურსზე, რომელიც სიტუაციის გამწვავებაზეა მიმართული. მოქმედების ეტაპობრივი გეგმა შევთავაზე რუსეთის შემდგომი ესკალაციის შეკავების მიზნით. სექტორალური სანქციების ახალი პაკეტის მომზადება ამ გეგმის მავარი ელემენტია. პერსონალური სანქციები საკმარისი აღარ არის“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.