ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ხვდებიან. ელჩებთან შეხვედრაზე მივიდნენ თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი და აკო მინაშვილი.
შეხვედრა მას შემდეგ, დაინიშნა რაც ნიკა მელიამ ციხიდან წერილი გამოაქვეყნა და რიყეზე ოპოზიციის აქცია მოეწყო, სადაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადეგენლმა ზაალ უდუმშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმება ვერ შედგება ვადამდელი აღჩვენების დაპოლიტპატიმრების საკითხის გადაწყვეტის გარეშე.
"ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ შევდივართ ელჩებთან დამატებითი კონსულტაციებისთვის,"- აღნიშნა შეხვედრის დაწყების წინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სალომე სამადაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ახალ ვერსიაზე ხელმოწერის მზაობა გამოთქვა, როგორც "ქართულმა ოცნებამ" , ასევე რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ: "ლელომ", "სტრატეგია აღმაშენებელმა", ზურა ჯაფარიძის ახალმა პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლებამ".
"ევროპული საქართველო" და "ნაცონალური მოძრაობა" აცხადებს რომ გადაწყვეტილებას შიდაპარტიული კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.