ჟოზეპ ბორელი: ყველა მხარეს მოვუწოდებ კომპრომისს მიაღწიონ და განაგრძონ დემოკრატიული კონსოლიდაცია

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ მხარეები შარლ მიშელის ახალ წინადადებას მიიღებენ და ხელს მოაწერენ.

„ყველა მხარეს მოვუწოდებ, კომპრომისს მიაღწიონ, რათა იმ სიტუაციიდან გამოვიდნენ, რომელშიც საქართველო ახლა იმყოფება და განაგრძონ დემოკრატიული კონსოლიდაცია“, - აღნიშნა ბორელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. მას ხელი „გირჩმა“ მოაწერა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროპელი მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს „ლელოც“ მოაწერს. შეთანხმების ხელმოწერის შესახებ „ქართულ ოცნებაშიც“ განაცხადეს. ევროპელი მედიატორების შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს ზურაბ ჯაფარიძეც მოაწერს.