ოპოზიცია და ხელისუფლება დღეს, პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, ოპოზიცია და ხელისუფლება დღეს, პრეზიდენტის სასახლეში მოაწერს.

ამის შესახებ ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამ წუთებში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმართება.

ჯერჯერობით უცნობია, დოკუმენტს, ოპოზიცია სრულად აწერს ხელს, თუ მხოლოდ ის პარტიები, რომლებმაც დღეს თანხმობა განაცახადეს.

შეხვედრამდე ცნობილი იყო იმ პარტიების ვინაობა, რომლებმაც უკვე მზაობა გამოთქვეს შეთანხმებას ხელი მოაწერონ. ესენი არიან: "სტრატეგია აღმაშენებელი", ზურაბ ჯაფარიძის "გირჩი - მეტი თავისუფლება", "გირჩი", და "ლელო". ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს თანხმობა ჯერ არ განუცხადებიათ.