"ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, სანამ ნიკა მელია ციხეში იმყოფება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რომ გაიხსნას გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ საბოლოო შეთანხმებამდე მივიდეთ. გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, როდესაც მოლაპარაკებები და შეხვედრები დასრულდება და საბოლოო პოზიცია გვეცოდინება",- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
პოლიტსაბჭოს სხდომაზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხი განიხილა.
„ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. დღეს პოლიტსაბჭო შეიკრიბა, ჩვენ ვიმსჯელეთ იმ საკითხზე, რასაც ჰქვია ამ შეთანხმების ხელმოწერა ან, არ მოწერა. როგორც იცით, მორიგი შეხვედრა ჩაინიშნა ოპოზიციასა და მედიატორების თანხლებით, შესაბამისად, კიდევ დავაყენებთ ჩვენს მთავარ წინადადებას. ეს წინადადება არის ის, რომ
„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იყო საკმაოდ მკვეთრი გამოსვლები, რადგან აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად არსებობს.
„თავისთავად დოკუმენტი ტოვებს დიდ სივრცეს იმისთვის, რომ ინტერპრეტაციები მოხდეს და შემდგომში კიდევ უფრო დიდი უთანხმოების საგანი გახდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამიტომ, ეს აზრთა სხავადასხვაობა ბუნებრივია. გაგრძელდება პოლიტსაბჭოს სხდომა და საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ, თუმცა უმრავლესობას შესაძლებლად მიაჩნია ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა და განხილვებში შესვლა, უბრალოდ ამ განხილვებს უნდა დაესწროს თავისუფალი ნიკა მელია”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.