ლევან ბეჟაშვილი: გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ, თუმცა უმრავლესობას დოკუმენტზე ხელის მოწერა შესაძლებლად მიაჩნია

"გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ, თუმცა უმრავლესობას დოკუმენტზე ხელის მოწერა შესაძლებლად მიაჩნია", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, პარტიის პოლიტსაბჭოზე საკმაოდ მკვეთრი გამოსვლები იყო, რადგან აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

„თავისთავად დოკუმენტი ტოვებს დიდ სივრცეს იმისთვის, რომ ინტერპრეტაციები მოხდეს და შემდგომში კიდევ უფრო დიდი უთანხმოების საგანი გახდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამიტომ, ეს აზრთა სხავადასხვაობა ბუნებრივია. გაგრძელდება პოლიტსაბჭოს სხდომა და საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ, თუმცა უმრავლესობას შესაძლებლად მიაჩნია ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა და განხილვებში შესვლა, უბრალოდ ამ განხილვებს უნდა დაესწროს თავისუფალი ნიკა მელია”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.