,, საქართველოს გაუმარჯოს", - ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევასა და მის მიერ შეთავაზებული წინადადებების პაკეტის ხელმოწერას.
როგორც მიშელი აცხადებს, პოლიტიკურმა ლიდერებმა ქვეყნის ინტერესები დააყენა პირველ ადგილზე.
ის მადლობას უხდის პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.
,,საქართველოში შეთანხმება შედგა.საქართველოს გაუმარჯოს!
ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს კრიზისის გადაჭრის მიზნით ამ შეთანხმების ხელის მოწერას.
თქვენ ხალხის ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებთ", - წერს მიშელი Tweeter-ზე.
ცნობისთვის, ამ წუთებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული წინადადებების პაკეტს ხელს აწერენ:,,ქართული ოცნება", ,ლელო", ,,რესპუბლიკური პარტია", ,,სტრატეგია აღმაშენებელი", ,,სამოქალაქო მოძრაობა", ასევე ,,ნაციონალური მოძრაობიდან" ინდივიდუალურად ხელს აწერს სალომე სამადაშვილი და ,,ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრი დავით ბაქრაძე.