" დღევანდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული. დღეს ყველა ვართ გამარჯვებული, რადგან გამარჯვებულია ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მოქალაქეები", - ამის შესახებ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
"დღეს ჩვენ ვაჩვენეთ რომ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, ამ ევროპულ განვითარებას გავაგრძელებთ", - განაცხადა პრეზიდენტის სასახლეში ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტების ნაწილმა პრეზიდენტის სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, დღეს ხელი მოაწერა.