ირაკლი ღარიბაშვილი: დემოკრატიამ და დიალოგმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ შეთანხმებაზე ხელმოწერით, დღეს საქართველო გამარჯვებულია.

მთავრობის მეთაური მადლობას უხდის პრეზიდენტ შარლ მიშელს, ასევე ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებს ფასილიტაციისათვის და პროცესებში აქტიური მონაწილეობისთვის.

,, დღეს საქართველო გამარჯვებულია.ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას.

დემოკრატიამ და დიალოგმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა", - წერს ღარიბაშვილი tweeter-ზე

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული წინადადებების პაკეტს ხელი მოაწერა:,,ქართულმა ოცნებამ", ,ლელომ", ,,რესპუბლიკურმა პარტიამ", ,,სტრატეგია აღმაშენებელმა", ,,სამოქალაქო მოძრაობამ", ასევე ,,ნაციონალური მოძრაობიდან" ინდივიდუალურად ხელი მოაწერა სალომე სამადაშვილმა და ,,ევროპული საქართველოს" ყოფილმა წევრმა დავით ბაქრაძემ.