„ისეთი ამაყი ვარ საქართველოთი ამაღამ, ამაყი ვარ იმ პოლიტიკური ლიდერებით, რომლებმაც ძალიან მძიმე შრომა გასწიეს ამ ექვსი თვის განმავლობაში, ეს იყო რთული, ხანგრძლივი პროცესი", - აღნიშნული განცხადებით, აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, ხელისუფლების და ოპოზიციის მხრიდან, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტს გამოეხმაურა.
ჩვენ მადლიერი ვართ პრეზიდენტ მიშელის, რომელიც ჩაერთო მედიაციის პროცესში, ასევ პრეზიდენტ ზურაბიშვილის, ამ ცერემონიის მასპინძლობისთვის და ასევე იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც შეთანხმების მიღწევაში ითამაშა", - აცხადებს დიპლომატი.
კელი დეგნანის თქმით, ეს შეთანხმება ღია რჩება პარლამენტის ინდივიდუალური წევრებისთვის ხელმოსაწერად.
„ჩვენი სურვილია ეს იყოს ფართო თანხმობის დოკუმენტი, იმისთვის რომ ჩანდეს, საქართველომ გადადგა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, მისი დემოკრატული მომავლისთვის, მომავლისთვის ევროატლანტიკურ ოჯახში. ამიტომაც მე ძალიან ამაყი ვარ, როგორც ამერიკელი ელჩი.
და გავიმეორებ, ამერიკის შეერთებული შტატებს სურს წარმატებული საქართველოს ხილვა, საქართველოს წარმატების გარანტია სტაბილური აყვავებული დემოკრატია. გილოცავთ და დიდი მადლობა საქართველოს ხალხს იმ მოთმინებისთვის რომელიც ამ პროცესის განმავლობაში იჩენდა. ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია, ნელ-ნელა დარწმუნებული ვარ ეს ქვეყანა განაგრძობს წინსვლას, ახლა მას აქვს სრულად ფუნქციური პარლამენტი და ვიმედოვნებ ყველა ვინც ოქტომბრის არჩევნებში აირჩიეს მივა პარლამენტში და გააძლიერებს საქართველოს ინსტიტუციებს, ეს არის საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების გზა, რასაც საქართველო ასრულებს რეგიონში", - აღნიშნავს დეგნანი.