დღეს, ქართული დელეგაცია ევროსაბჭოს კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდება

დღეს სტრასბურგში ქართული დელეგაცია საბჭოს კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდება. შეხვედრა საარჩევნო რეფორმის ცვლილებებს შეეხება და მას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელიც დაესწრება.

შეხვედრა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მეორე დღის ფარგლებში იმართება. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, სტრასბურგში გუშინ გაემგზავრა.

1რამდენად დაცულია საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებები პანდემიის ფონზე - 19 აპრილის სესიაზე ამ თემაზე მოხსენებით უკვე წარსდგა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. ასევე საგაზაფხულო სესიაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მომხსენებლებად აირჩიეს, რომლებიც 47 ქვეყნის შესახებ რეზოლუციის მომზადებას უხელმძღვანელებენ. მთავარი საკითხები კოვიდზეგავლენა, პატიმართა უფლებები და მედიასთან დაკავშირებული პრობლემები იქნება.

"ამ შეხვედრაზე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ საარჩევნო კონტექსტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტში ამოქმედდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სწორედ მუშაობს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით და ევროპის საბჭოს კონგრესის მოსაზრება ამ განსახორციელებელ რეფორმებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამ ფორმატში გვექნება საშუალება ამ შეხვედრაზე განვიხილოთ ეს საკითხები," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა თამარ ტალიშვილმა.