"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ თუ ნიკა მელია გირაოთი ან ამნისტიით გათავისუფლდება, ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.
მისი თქმით, როცა ნიკა მელია ჯერ ისევ ციხეშია შეთანხმება სწორად არ მიაჩნიათ.
"მეორე პრინციპული პოზიციაა, ის რომ 20 ივნისის ამნისტიით და გირაოთი მელიას გამოშვება არ არის სამართლიანი და მისაღები. პრინციპულ პოზიციაზე ამ მიმართულებით მაინც შეგეძლოთ ყოფნა, რომ გამოვიდეს მელია და შემდეგ მოვაწერთ. "პოსლეზე" მოწერა არ მიგვაჩნია სწორად. ამნისტიით და გირაოთი გათავისუფლებაზე მელიასაც მყარი პოზიცია აქვს - ანუ, რომ არ ეთანხმება.
ჩვენ ვართ პრინციპულები ჩვენს პოზიციაში. და თუ ისე მოხდა, რომ მელია უპირობოდ გათავისუფლდა მაშინ რა გამოვა ? რომ იჩქარეთ ხომ ? და თუ უპირობოდ არ გამოვა მაშინ სხვა ფორმით ენმ - ს ხელმოწერის შანსი - 0 . უპირობოდ გათავისუფლების შემდეგ ანუ არც გირაო და არც 20 ივნისის ამინისტია - შეიძლება დისკუსიის გახსნა და ამის შემდეგ უკვე პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას.
პირადად არც ამის შემდეგ ვემხრობი შეთანხმებას - ჟვანიას და ქოცების ცესკოს მიერ ჩატარებული არჩევნები გვინახავს ( უარეს ცესკოს მივიღებთ ამ შემოთავაზებით )
კარგი ის არის, რომ დოკუმენტში ღიად არის საუბარი პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, ვადამდელი არჩევნების მისასვლელ გზებზე... რის აღიარება ოცნებასაც უწევს,"- უწერს ლევან ხაბეიშვილი გიორგი ვაშაძეს.
შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა - "ნაციონალური მოძრაობა რომ პარლამენტში შევა, მერე რას იტყვიან რადიკალური კომენტარების და განცხადებების გამკეთებელი ადამიანები ძალიან მაინტერესებს,".