შარლ მიშელის დოკუმენტს "ევროპული საქართველოს" კიდევ ერთმა დეპუტატმა მოაწერა ხელი

დღეს, შარლ მიშელის დოკუმენტს "ევროპული საქართველოს" კიდევ ერთმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა მოაწერა ხელი, ინდივიდუალურად.

დავით ბაქრაძისგან განსხვავებით, არმაზ ახვლედიანი "ევროპული საქართველოს" მოქმედი წევრია. 2020 წლის არჩევნებზე გიგა ბოკერიას პარტიამ, სულ 5 სადეპუტატო მანდატი მოიპოვა.

დავით ბაქრაძემ, რომელმაც პარტიის თავმჯდომარის პოსტიც და პარტიაც რამდენიმე დღის წინ დატოვა, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი, გუშინ , ორბელიანების სასახლეში მოაწერა. შეთანხმებას ასევე ინდივიდუალურად მოაწერა ხელი "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა, რომელმაც თანაპარტიელების კრიტიკული განცხადებების შემდეგ "ნაცონალური მოძრაობიდან" წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

"ევროპული საქართველო", ნიკა მელიას გათავისუფლებამდე, დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავს იკავებს. შეთანხმების ხელმოწერაზე უარს აცხადებს "ნაციონალური მოძრაობაც".

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ ნიკა მელია გირაოთი ან ამნისტიით გათავისუფლდება, ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ენმ მელიას უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს.

19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში, ოპოზიციური პარტიებიდან, დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შემდეგმა პარტიებმა. "სტრატეგია აღმაშენებელმა", ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლება", პარტია "გირჩმა", "ლელომ", რესპუბლიკელებმა, "მოქალაქეებმა"