ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტის პროგრამა ცნობილია. შარლ მიშელი თბილისის აეროპორტში, დღეს, თბილისის დროით, 15.00 სათზე ჩამოფრინდება.
15:30-ზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პირველ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართავს.
16.50-ზე სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციის შემდგომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და შემდეგ უკვე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.
საღამოს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტ შარლ მიშელს, მის საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამზე უმასპინძლებს.