შარლ მიშელი საქართველოშია

საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვიდა. მისი თვითმფრინავი უკვე დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

აეროპორტში მიშელს საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი დხვდნენ.

საქართველოში ვიზიტისას ის შეხვდება პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს.

ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და განიხილავს სამომავლო ნაბიჯებს, რომლებმაც უნდა გაამყაროს კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.